„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტი და ქვეყანაში განვითარებული მოვლენები იყო საუბრის მთავარი თემა ოპოზიციის წარმომადგენლებისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის შეხვედრაზე. იოჰან ფორსელი თბილისში ვიზიტით იმყოფება. შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. შეხვედრა ასევე გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთანაც. შვედი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერსაც შეხვდება.