სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება შუქრუთელების მრავალთვიან პროტესტზე, იმოქმედონ ადამიანის სიცოცხლის დაცვის ინტერესით და შეწყვიტონ მათი პროტესტის უგულებელყოფა. მათივე თქმით, ადგილობრივების პროტესტის პარალელურად, სახელმწიფო და კომპანია ყველაფერს აკეთებენ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტის დელეგიტიმაციისთვის და მანიპულაციური ცნობების გავრცელებით, ცდილობენ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, სოფელ შუქრუთში შექმნილ მდგომარეობაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.
შეგახსენებთ, შუქრუთელები 190 დღეზე მეტია, რაც პარლამენტის წინ უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და ისინი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. 20 დღეზე მეტია, რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ხოლო ხუთ პირს პირი აქვს ამოკერილი.