შუალედური არჩევნები აშშ-ში
ამერიკის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა უმრავლესობა დაიბრუნეს. შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნები დასრულებულია. „სიენენის“ ცნობით, ამ ეტაპზე დემოკრატიულ პარტიას სენატში 100-იდან 54 ადგილი ერგება, 44 ადგილი აქვს რესპუბლიკურ პარტიას. ჯერჯერობით უცნობია კიდევ ორი მანდატის ბედი. დემოკრატების უპირატესობა იკვეთება წარმომადგენელთა პალატაშიც, სადაც მათ ამ დროისთვის 231 ადგილი აქვთ, რესპუბლიკელებს კი 139.
დონალდ ტრამპის თქმით, დემოკრატებმა არჩევნებში კარგი შედეგი აჩვენეს და ხანგრძლივი პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, მზად არის, მათთან თანამშრომლობა განაგრძოს. მისივე თქმით, ადმინისტრაცია დემოკრატებთან ყველა საკითხზე თანამშრომლობას ვერ შეძლებს, თუმცა, იმიგრაციის სფეროში შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.