არჩევნები, რომელმაც ამერიკის კონგრესში ძალთა ბალანსი უნდა განსაზღვროს.
ხუთ დღეში აშშ-ში ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის წევრებს და სენატის წევრთა ერთ მესამედს ირჩევენ.
მოახლოებულ კენჭისყრაზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებენ თუ არა საკანონმდებლო ორგანოში „დემოკრატები“ უმრავლესობას. სენატშიც და წარმომადგენელთა პალატაშიც ორი პოლიტიკური ძალის მანდატებს შორის სხვაობა მცირეა. ჯო ბაიდენი რესპუბლიკელ კანდიდატებს აფრთხილებს და არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს. თუ მმართველი პოლიტიკური ძალა უმრავლესობას დაკარგავს, ეს ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე მისაღებ კანონპროექტებსაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ანუ 2024 წლამდე ხელისუფლების პოლიტიკურ გეგმებსაც შეცვლის.