შუალედური არჩევნები 2019

„მოამბე“ განაგრძობს პარლამენტის შუალედური არჩევნების მონაწილეებისთვის საეთერო დროის დათმობას.

მთაწმინდის დეპუტატობა ამ ეტაპზე 13 კანდიდატს სურს. მათ შორის არის უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე, რომელიც არჩევნებში პოლიტიკურმა გაერთიანება „ეროვნულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ წარადგინა. „სოციალური სამართლიანობისთვის“ – ასეთია მისი საარჩევნო გზავნილი.

მამუკა ტუსკაძე არჩევნებში მონაწილეობამდე იყო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს წევრი, რომელიც საბჭოს უფუნქციობის არგუმენტით საკუთარი ნებით დატოვა. ასევე იყო „პატრიოტთა ალიანსის“ აქტივისტი და მონაწილეობდა პარტიის სახელით გამართულ შიმშილობის აქციებში.