„ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია

„ეროვნულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ საარჩევნო პროგრამისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები, ასევე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პოლიტიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“ ახალგაზრდა მენეჯერებით არის დაკომპლექტებული. მათივე განმარტებით, პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია ჯანდაცვისა და განათლების რეფორმებზე. ასევე იმუშავებენ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით –  დასაქმების, ჯანსაღი და ხელშეუხებელი ბიზნესგარემოს შექმნაზე.