შტორმის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის

ძლიერი შტორმის შედეგად მიყენებულ ზარალს აჭარის მთავრობის სპეციალური კომისია შეისწავლის, ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. ყველა უწყებას მიეცა განსაკუთრებული დავალებები, ზარალის დროული შესწავლისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასაწყებად. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმისა და ქობულეთის სანაპიროზე დაზარალებულ ყველა მეწარმეს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.