საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, NDI-ის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ.
მინისტრის მოადგილეებმა პოლიციის მიერ, როგორც არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში, ისე მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებზე ილაპარაკეს. მათ შორის საუბარი შეეხო პირველი ტურის და მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული სისხლის სამართლის საქმეებსაც.