შსს-ს წარმომადგენელი - პირი, რომელიც გუგეშაშვილებს თავს დაესხა, სავარაუდოდ, ოჯახს იცნობდა
პირი, რომელიც გუგეშაშვილებს თავს დაესხა, სავარაუდოდ, ოჯახს იცნობდა. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაა. რა ინფორმაციას ფლობს გამოძიება, ჯერ არ არის ცნობილი.
დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით, რამდენჯერმე ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა მას 5 ტყვია აქვს მოხვედრილი.