შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, რომ მოქალაქე გიორგი ბაბუნაშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში პოლიტიკური სტატუსი გამოაქვეყნა, სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.

ბაბუნაშვილმა დაწერა, რომ ის, როგორც საპატრულო პოლიციის ოფიცერი, არ აძლევს ხმას სალომე ზურაბიშვილს და რუსეთი ოკუპანტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბაბუნაშვილი გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე საპატრულო პოლიციის რიგებიდან 2014 წელს გაათავისუფლეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირი გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით.