შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და "საქართველოს ბანკს" შორის მემორანდუმი გაფორმდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და “საქართველოს ბანკს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს “საქართველოს ბანკის” სერვისცენტრების დაცვას საპოლიციო ძალით, ხოლო ობიექტების პატრულირებას სპეციალურად ბანკისთვის გამოყოფილი სათანადოდ აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები განახორციელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია “საქართველოს ბანკის” ინკასაციას 2013 წლიდან ახორციელებს.