საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ გააფორმა. დოკუმენტი მხარეთა მიერ ერთობლივი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების შემუშავებას, მათ განხორციელებას, ტრენერებისა და ექსპერტების ჩართვას და თანამშრომლების პროფესიულ მომზადებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის მიზანი არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა. მემორანდუმის საფუძველზე, მოქმედი პოლიციელებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდება, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სამართალდამცველები საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების რისკების გამოვლენასა და შეფასებას შეძლებენ.