სოციალური ქსელით დაგეგმილი თაღლითური სქემა გაშიფრა და დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა ჯგუფის ოთხი წევრი აიყვანეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ცოლ-ქმარი და მათი თანამზრახველები „ფეისბუქის“ ყალბი პროფილების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლების კუთვნილ თანხებს. დაზარალებულია 6 მოქალაქე. მითვისებულმა თანხამ კი 1000 ლარზე მეტი შეადგინა.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.