შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის და კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე სიერა-ლეონეს 4 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის მიმართულებით, საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
დანაშაული 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.