შსს-მ სამეგრელოში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა სამეგრელოში შინაგან საქმეთა სამინისტრომ. 3 პირი სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით აიყვანეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, შეიარაღებული ბრალდებულები, მიმდინარე წლის 19 ივნისს, სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში თავს დაესხნენ ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს და სამკაულები გაიტაცეს.
28 მაისს კი მარტვილში 2 მოქალაქის საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს. მიმდინარეობს გამოძიება.