შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი სამი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრს მიმართა. მეორე მხარემ თავის მხრივ, ასევე „კრიმინალურ ავტორიტეტებს“ სთხოვა დახმარება, რის შემდეგაც, ე.წ. ქურდული გარჩევა მოეწყო. ბრალდებულებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.