შსს-მ კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ქალი დააკავა

შსს-მ კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ქალი დააკავა. დაკავებული 1960 წელს არის დაბადებული.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავება თბილისში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის აიყვანა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა.