შსს-მ კახეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო კახეთში შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საქმეზე დაკავებული, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირია. ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანით გადაადგილებისას აიყვანეს.

მანქანიდან გადაგდებული 23 შეკვრად დაფასოებული, კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჰეროინს, მორფინის მარილს და კოდეინის მარილს შეიცავს, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.