ნარკოდანაშაულისთვის 19 პირია დაკავებული, ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის კი სამი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებები შეაჯამა. სპეციალურ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ჩატარდა, ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები.
დაკავებული 19 პირიდან 14 საქართველოს მოქალაქეა. ასევე, უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს კანონიერი ქურდი, რომელიც ბელორუსიდან იყო დეპორტირებული. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს ისანშიც და ამავე სპეცოპერაციისას აიყვანეს კიდევ ერთი პირი, რომელთაც გამოძიება თანხის გამოძალვას ედავება.
ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.