შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების ხელშეწყობა – ამ საკითხზე, საზოგადოება „ბილიკის“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ის წევრები სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობენ. სლოვაკეთის დელეგაცია საქართველოში მათი გამოცდილების გასაზიარებლად იმყოფება. უკვე ერთი წელია ამ მიმართულებით, საქართველოში სლოვაკეთის ფინანსური მხარდაჭერით პროექტი ხორციელდება. შედეგად, შეისწავლეს შშმ პირთა დასაქმების მაჩვენებელი, გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ წარმომადგენლებთან, რომლებსაც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებმა სამოქმედო გეგმის შედგენაში დახმარება გაუწიეს. პროექტი ხორციელდება შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე ჯავახეთის მუნიციპალიტეტში. მალე მათ ჩამონათვალს დაემატება ქვემო ქართლი და სამეგრელო-ზემო სვანეთიც.