შშმ პირების მიერ დამზადებული ნივთების საშობაო გამოფენა თბილისის იუსტიციის სახლში
თბილისის იუსტიციის სახლში შშმ პირების მიერ დამზადებული ნივთების საშობაო გამოფენა მიმდინარეობს. საშობაო გამოფენა – გაყიდვაზე “სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის” ბაზაზე შექმნილი სოციალური საწარმო “სხივის” და “გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოს” მიერ დამზადებული ნივთებია წარმოდგენილი.
მსურველებს ნივთების დათვალიერება და შეძენა დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ.