საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, პრეზიდენტის სასახლეში, ნაძვის ხის ზეიმს უმასპინძლეს

საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი პრეზიდენტის სასახლეში. გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ პატარა თემოსთან ერთად, სასახლეში შშმ ბავშვებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენლებს, დევნილებს, მრავალშვილიან ოჯახებს, საერთაშორისო სამხედრო მისიებში მყოფ სამხედროთა და მეხანძრეთა შვილებს უმასპინძლეს.

კონცერტში პარაორკესტრისა და შშმ ბავშვთა ჩართვა, ღონისძიების კონცეფციიდან გამომდინარე გადაწყდა, რომლის დატვირთვაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების, მათი ინდივიდუალური განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების რეალიზაციის მხარდაჭერაა.