შშმ პირების დასაქმების პრობლემა საქართველოში

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, თუმცა ამ დრომდე არსებობს შეზღუდული გარემო, რომელიც შშმ პირების დასაქმებას აფერხებს.

დედაქალაქში საკითხი სპეციალურმა კვლევითმა ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42 მუხლი“ შეისწავლა.

კვლევის სამიზნე მსხვილი კერძო კომპანიები და საჯარო სექტორი იყო. შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას ძირითადად ხელს უშლის არაადაპტირებული გარემო და კვალიფიკაციის ნაკლებობა.

როგორ შეიძლება ვითარების გამოსწორება, – არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს.

ლიზა ზუბაშვილი თემის დეტალებით „მოამბეში“.