შს სამინისტრომ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

ყაჩაღობის ფაქტი გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

1998 წელს დაბადებული პირი, სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე აიყვანეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სენაკის რაიონის სოფელ ქვალონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეს დანის მუქარით მისი კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომობილი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.