შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.