შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახალხო დამცველმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის და სხვა საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიამ და ნინო ლომჯარიამ, ასევე, ისაუბრეს სახალხო დამცველის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოთქმულ რეკომენდაციებზეც.
შეხვედრას, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახალხო დამცველის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.