არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ კლუბებში ნარკოტიკებით ვაჭრობა არის ქსელური, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ქმედებების ჯაჭვი – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის დროს გააკეთა.
გიორგი გახარიას თქმით, დისკომფორტი, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების გამო 100-მდე ადამიანს შეექმნა, საჯარო ინტერესიდან გამომდინარეობდა. მოხსენების შემდეგ მინისტრმა ის შეკითხვები მოისმინა, რომელიც მასთან დეპუტატებს ქონდათ. მთავარი თემა 12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციები, ასევე აქციებსა და კონტრაქციებზე განვითარებული მოვლენები იყო. ახლა გახარიამ დასმულ შეკითხვებს უნდა უპასუხის.
სალომე ქოქიაშვილმა მოისმინა გამოსვლები და დეტალებზე პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.