შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში

როდის წარდგება შინაგან საქმეთა მინისტრი რიგგარეშე სესიაზე დეპუტატების წინაშე – დღეს, ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი. ვახტანგ გომელაურს კანონმდებლები 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით იბარებენ. უცნობია, დაესწრება თუ არა ძალოვანი მინისტრის გამოსვლას ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ისევ ბოიკოტის რეჟიმშია და გომელაურის გადადგომას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, რატომ არ იყო პოლიციელთა საკმარისი რაოდენობა 5 ივლისს დედაქალაქის მთავარ გამზირზე და რატომ ვერ უზრუნველყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტების უსაფრთხოება.