შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა. მხარეებმა სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
გიორგი გახარიამ სტუმრებს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.