შს მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა – რაზე ისაუბრეს მხარეებმა

15:37, 16.12.2017

შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა. მხარეებმა სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

გიორგი გახარიამ სტუმრებს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

მსგავსი