მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ახალი კანონი.
თუმცა მისი ძირითადი ნორმები მხოლოდ აგვისტოდან ამოქმედდება. კანონით ძლიერდება შრომის ინსპექციის უფლებები. აქამდე ამ უწყებას არსებულ დარღვევებზე მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეეძლო. კანონის ამოქმედების შემდეგ კი მაქსიმალური ჯარიმა 50 ათასი ლარით განისაზღვრება. პროფკავშირები აცხადებენ რომ კანონი არ არის სრულყოფილი და პრობლემებს სრულად ვერ მოაგვარებს. პრობლემებს ხედავს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც, მაგრამ ახალ კანონს ის წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.
ნახეთ მანანა გიგინეიშვილის სიჟეტი.