შრომის პირობები შახტებსა და მაღაროებში

საქართველოს მაღაროებში დასაქმებულთა შრომითი უფლებები საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის საგანი პირველად გახდა.

„ჰუმან რაითს ვოთჩის“ მიერ წელიწადნახევრის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგი მწვავე დასკვნის მომზადებით დასრულდა. დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი მარაღოელთა და მეშახტეთა შრომით უფლებებზეა, რაც, ავტორების შეფასებით, ყოველდღიურად ირღვევა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ნეგატიურად აფასებენ სამუშაო ადგილებზე შექმნილ შრომით პირობებს, ასევე იმ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომელიც მუშებს საერთო საცხოვრებელში 15 დღის განმავლობაში ცხოვრებას აიძულებს.

„ჰუმან რაითს ვოთჩის“ მკვლევარები 2013 წელს შეცვლილი შრომითი კოდექსის გაუმჯობესებას ითხოვენ.