ქვეყნის მასშტაბით არსებული კოვიდრეგულაციების აღსრულების მონიტორინგი გრძელდება – გეგმური შემოწმების შედეგად, შრომის ინსპექციამ ბათუმში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტი გამოავლინა. გაირკვა, რომ კობალაძის ქუჩაზე მდებარე რესტორნის დახურულ სივრცეში, ათზე მეტი პირი იყო შეკრებილი. ობიექტი 10 000 ლარით დაჯარიმდა.