შოვის ტრაგედია და პოლიტიკური სპეკულაციები

რამდენად დროული იყო შოვში მომხდარ სტიქიაზე შესაბამისი უწყებების რეაგირება – ეს კითხვა ოცი დღეა პოლიტიკური ბრალდებების თემაა – ტრაგედიასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების დასრულებამდე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომხდარზე პარტიული მოკვლევა უკვე ჩაატარა და შუალედური დასკვნაც გაასაჯაროვა. პარტიის ლიდერი მისივე თანაპარტიელების მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ იკვეთება დაგვიანებული რეაგირება და მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ მმართველ გუნდში, სადაც ოპონენტებს სტიქიით პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებენ. „ქართულ ოცნებაში“ ოპონენტებს ურჩევენ, გამოძიების ოფიციალურ შედეგებს დაელოდონ.

„ნაციონალური მოძრაობის“ 12-დღიანი გამოძიება შოვის ტრაგედიაზე ნახეთ სალომე ქოქიაშვილის სიუჟეტში.