შოვში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაკარგულთა ძებნის ოპერაცია გრძელდება. ღვარცოფით დაფარული კურორტის ტერიტორიაზე რჩება მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. სამწუხაროდ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებულია ინფორმაცია 22 დაღუპულის შესახებ. სტიქიის ზონაში მუშაობას განაგრძობენ „მოამბის“ გადამღები ჯგუფები.