შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.
ცოტა ხნის წინ სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია უკვე დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. დღეს აღმოჩენილ ოთხივე ცხედარს კოტეჯების ტერიტორიაზე მიაკვლიეს. პარალელურად ამ დრომდე გრძელდება მუშაობა კიდევ 20 დაკარგულის საპოვნელად. ტრაგედიის ადგილზე მაშველებთან ერთად, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და მოხალისეები მუშაობენ. სამძებრო ოპერაციაში დილიდან ჩართულია ავიაციაც.