შოვი - სტიქიიდან მე-18 დღე

შოვის სტიქიიდან მეთვრამეტე დღეს დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა.

დღეს მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, რომელიც სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის დაშორებით მდინარე რიონში აღმოაჩინეს. შესაბამისად, ამ დროიდან დაკარგულად ითვლება ხუთი პირი. ძებნის სამუშაოები გრძელდება, მაშველები რამდენიმე ათეული კილომეტრის ტერიტორიაზე არიან გაშლილი და არ შეწყვეტენ ძებნას იქამდე, სანამ უმცირესი შანსიც იქნება იმისა, რომ დაკარგული ადამიანები იპოვონ. სამძებრო სამუშაოებში ასზე მეტი ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული.