იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილე მესამემ საშობაო ლიტურგია ტრადიციულად ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში აღავლინა. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ბეთლემის ქუჩებში მომლოცველებისა და ტურისტების სიმცირეა. წელს ბეთლემში არ არის არც საშობაო დეკორაციები და შობის ტაძრის მდებარე მოედანზე არ დგას საშობაო ნაძვის ხე.