შინდისში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

დაღუპულთა მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადეს შინდისში. ომში გარდაცვლილი გმირების მემორიალი დილიდან ყვავილებით შეამკეს.

ადგილზე გუბერნატორი, პირველი ქვეითი ბატალიონის მეთაური და ოჯახის ახლობლები იმყოფებოდნენ. დღესვე შინდისის გმირების ხსოვნის პატივსაცემად ადგილზე შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ჩავა.