ცოტა ხნის წინ დასრულდა პარლამენტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საჯარო პრეზენტაცია, მას როგორც უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორისთვის, მაია ბითაძისთვის კითხვებიც დაესვათ.
რა საკითხებით დაინტერესდნენ ცხოველთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობოები და რა მიმართულებით ჰქონდათ მათ შენიშვნები – თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.