შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში. გაფიცული მაღაროელები პროტესტს არ წყვეტენ და კვლავ სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 %-ით გაზრდას ითხოვენ. გაფიცულებს მხარდაჭერა დღეს ტყიბულელმა მეშახტეებმაც გამოუცხადეს და მათ პროტესტს შეუერთდნენ.
მაღაროელების ხელფასების გაორმაგებას შეუძლებლად მიიჩნევენ „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ ანაზღაურების გაზრდა ეტაპობრივად, მხოლოდ 25 პროცენტითაა შესაძლებელი.