შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი 

ვაქცინაციის დაწყების დღეს ქვეყანაში პრაქტიკულად ყველაფერი გაიხსნა.

დღეიდან სწავლა აუდიტორიებში განახლდა უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში, თუმცა რამდენიმე უნივერსიტეტმა სწავლების დისტანციური რეჟიმი კიდევ ორი კვირით შეინარჩუნა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლეს სპორტულმა დარბაზებმაც. ამ მომენტისთვის დახურული რჩება მხოლოდ კინოთეატრები, საბავშვო ცენტრები და ღამის კლუბები, ძალაშია ე.წ. კომენდანტის საათიც. საბედნიეროდ, შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება ინფიცირებულთა ყოველდღიურ სტატისტიკაზე ნეგატიურად არ აისახება. კლების ტენდენცია გრძელდება. დადებითობის მაჩვენებელი, რაც გავრცელების მასშტაბების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, 2%-ს ქვემოთაა.