როგორ დარეგულირდება დედაქალაქში ავტო-პარკირების სისტემა – ეს ის მთავარი შეკითხვაა, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრებს მერიის გადაწყვეტილების შემდეგ უჩნდებათ.
როგორც უმრავლესობის ისე უმცირესობის დეპუტატები თანხმდებიან, რომ „სიტი პარკმა“ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. თბილისში არ მოხდა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის მოწყობა იმ ოდენობით, რასაც ხელშეკრულება ითვალისწინებდა.
პოლიტიკურ განცხადებებს ქეთი ქაშაკაშვილი გაეცნო.