იუსტიციის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმის დროული დასრულების იმედს გამოთქვამს.
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ პარლამენტში უახლოეს პერიოდში დაკომპლექტდება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეწყალების კრიტერიუმებს განსაზღვრავს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კრიტერიუმებზე მუშაობა უკვე დაიწყო, რაც შეეხება მარიამობის შეწყალების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ საქართველოს პრეზიდენტი ითანამშრომლებს გენერალურ პროკურატურასთან.