კრიტიკა მოჰყვა პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაჟღერებულ კიდევ ერთ ინიციატივას.
სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს შეწყალების სისტემის ახალი კონცეფცია გააცნო. დაანონსებული ცვლილებების მიხედვით, პატიმრის შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიურ პრეროგატივად რჩება, თუმცა შეწყალების კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროში გადადის.
სავარაუდოდ, შეიცვლება კომისიის წევრთა შერჩევის კრიტერიუმები და შემადგენლობაც.
ცვლილებების საჭიროებაზე საუბრის დროს მოქმედმა პრეზიდენტმა მსუბუქად წინამორბედიც გააკრიტიკა.