პატიმრებს ახალი წესით შეიწყალებენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სამთვიანი მუშაობის შემდეგ ახალი კრიტერიუმები გაწერა. ცალკეულ შემთხვევებში პროცედურა მარტივდება, ან პირიქით მკაცრდება. ახალი მექანიზმის მიხედვით, პრეზიდენტი კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილებას კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს, თუმცა ბრძანებაში არაფერია ნათქვამი შეწყალების კომისიის შექმნაზე, რაც იურისტების მოთხოვნა იყო.
ჯერ უცნობია, როდის აპირებს პრეზიდენტი შეწყალების აქტის გამოცემას, რამაც აგვისტოში გამოცემული შეწყალების სკანდალური აქტის გამო გამოცხადებული მორატორიუმი უნდა დაასრულოს.