უშედეგოდ და ვადაზე ადრე დასრულდა შეხვედრა, რომლის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მთავარ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. საუბარია დოკუმენტზე, რომლითაც მხარეებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების სამოქმედო გეგმა უნდა შეემუშავებინათ. თუმცა შეთანხმება ხელმოუწერელი დარჩა. ამის მიუხედავად, ტრამპს კიმ ჩენ ინი არ გაუკრიტიკებია. პირიქით, თეთრი სახლის ლიდერმა ვიეტნამი ოპტიმისტური განწყობით დატოვა.