შეთანხმება თურქეთთან

საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის არსებული შეთანხმების გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

ინფრომაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ანკარაში ქართულ და თურქულ მხარეებს შორის მოლაპარაკების საბოლოო რაუნდი გაიმართა. შეთანხმების ფარგლებში, ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენზე, ჩირზე, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებსა და წვენებზე, საკვებ ინგრედიენტებზე დაწესებული კვოტები გაუქმდა. გარდა ამისა, კვოტები გაიზარდა ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა თაფლი, რომელზეც თურქეთში მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კვოტები აგრეთვე გაიზარდა ცოცხალ ცხვარზე და თხაზე, ასევე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.