შეთანხმება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის

ახალი ეტაპი საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების ურთიერთობაში.

ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოეწერა. დოკუმენტის თანახმად, საამიროებში ექსპორტზე ქართული პროდუქციის თითქმის 98 % ტარიფის გარეშე შევა. ქართველი მწარმოებლებისთვის ჩნდება შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მარტივად შეიტანონ და ახალი 10 მილიონიანი ბაზარი აითვისონ. შედეგად ხუთ წელიწადში ორმხრივი ვაჭრობა მილიარდნახევარ დოლარამდე უნდა გაიზარდოს.

ეკონომისტების პროგნოზით, ისტორიული შეთანხმება საქართველოს ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.