ვაშინგტონი და ბერლინი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენის სადავო პროექტზე შეთანხდნენ.
საუბარია პროექტზე, რომლის საშუალებით რუსეთი გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას გააორმაგებს. მრავალწლიანი წინააღმდეგობის შემდეგ აშშ-მა მილსადენის მშენებლობის გამო შემდგომი სანქციების დაწესებაზე უარი თქვა. სანაცვლოდ გერმანია ვალდებული იქნება, უკრაინას დაეხმაროს, რომ რუსეთთან ბუნებრივი აირის ტრანზიტზე კონტრაქტი კიდევ 10 წლით გაახანგრძლივოს. ბერლინმა ასევე ვალდებულება აიღო, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იმ შემთხვევაში აამოქმედოს, თუ მოსკოვი კიევთან მიმართებაში აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს. ბაიდენისა და მერკელის შეთანხმებას ვაშინგტონში და უკრაინაში უკმაყოფილება მოჰყვა.